LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრული ცალკე ლექტორებს აკაჩავებს, ცალკე სტუდენტებს” – “შმაქსისტები” აქციას მართავენ (ვიდეო)

184
ტყუ

“გირჩის” წევრები და “შმაქსის” მასწავლებლები აქციას მართავენ. ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობით ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გადანაცვლეს. პროტესტი პატრულის მიერ “შმაქსის” ტაქსებისთვის გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია.

 

როგორც “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და “შმაქსისტები” აცხადებენ, მათ სტუდენტებზე პატრული ზეწოლას ცდილობს. სამართალდამცავები სტუდენტებს “ჩამჭრელ კითხვებს უსვამენ და ცდილობენ ათქმევინონ, რომ სწავლის ნაცვლად მგზავრობენ”.

“რასაც საპატრულო პოლიცია აკეთებს, ბოლო რამდენიმე დღეა, როდესაც აჩერებს შმაქსებს და ლექტორებს ცალკე აკაჩავებენ, მოსწავლეებს ცალკე და შემდეგ უწერენ 200 ლარიან ჯარიმას, არის სრული უკანონობა. ყველა ჯარიმა არის გასაუქმებელი. ამ ხალხს კალაძისგან განსხვავებით კალაძისგან მილიონიანი მანქანები არ უყენიათ და არ აქვთ 200 ლარი რომ ასე გადაიხადონ”.

“გირჩის” ლიდერები მოითხოვენ შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა, გაუქმდეს ყველა აქამდე გამოწერილი ჯარიმა და გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა, “რომელმაც ეს ყველაფერი გამოიწვია”.

“გირჩის” ლიდერის თქმით, შმაქსის სერვისი კანონს არ ეწინააღმდეგება და მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქცს, ხოლო პატრულის ქცევა მათთან მიმართებაში კანონდარღვევაა.

ამერიკული კომპანია შმAXI-ს ყიდვას აპირებს

ჯაფარიძეს თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შმაქსები ქალაქში 2019 წლის ოქტემბერში, ტაქსების რეფორმის ბოლო ეტაპის ძალაში შესვლის შემდეგ გამოჩნდნენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ეს არის “ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი”, საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოსახლეობაში საღ აზრსა და სწორ მორალს ავრცელებს და ამავდროულად პირი სასურველ ადგილზე მიყავს.

კალაძე: „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები