LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PCR ტესტის უარყოფითი პასუხით საქართველოში შემოსვლას დღეიდან, კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ

97
FORTUNA.GE- (5)

ფართოვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლას ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეძლებენ.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, განკარგულებას კი ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მოაწერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე დღეიდან, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საშუალებით, საჰაერო საზღვრის გავლით საქართველოში შემოსვლას შეძლებენ თურქმენეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე პირები.

რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები.

შეგახსენებთ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზე შეუძლიათ, რამდენიმე დღის წინ დაემატა – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსი.

დღეიდან, რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

პოპულალურები