LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა: შსს-ში ინფორმაცია არ შესულა

313
936167-135505906641537-229296451-n

სკოლის დისციპლინარული კომიტეტი სწავლობს შემთხვევას, რომელიც 22 იანვარს კახეთში მოხდა. კონკრეტულად საუბარია მეფე ერეკლე მეორის სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ეხება პედაგოგის მიერ მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას. აღნიშნული ფაქტი სკოლის დირექციამ “ინტერპრესნიუსთან” დაადასტურა და სკოლის დირექტორმა განმარტა, რომ ბიოლოგიის მასწავლებელმა, საკლასო ოთახიდან გაიყვანა მოსწავლე და დერეფანში ხელით შეეხო. მასწავლებლის მიერ მე-6 კლასელ მოსწავლეზე ფიზიკურად შეხების ფაქტი, სკოლის დერეფანში დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმაც გადაიღეს.

„შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, რაც მაშინვე ვაცნობე ყველა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მოკვლევა. მეორე ცვლის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა დერეფანში გამოიყვანა მოსწავლე, ეს ფაქტი დავინახე მე და კამერებმაც დააფიქსირეს. ჩანს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ბავშვი არ დაშავებულა, მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია”, – აცხადებს სკოლის დირექტორი მაია ოთარაშვილი.

მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა, დაეკისრება თუ არა პედაგოგს სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული სასჯელი.

“ფორტუნა” ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, შსს წარმომადგენელი დაუკავშირდა აღნიშნულ სკოლას, სადაც მანდატურმა ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ხელით შეხების ფაქტი არ ყოფილა და მოსწავლე დერეფანში მხოლოდ შენიშვნის მისაცემად გაიყვანა.

ვინაიდან მოსწავლეს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ ეტყობოდა, სკოლა არ დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოს. უწყების ცნობით, ადგილზევე შედგა შესაბამისი “დარღვევის ფურცელი” და ფაქტს  სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის. პედაგოგის სასჯელსაც აღნიშნული სამსახური განსაზღვრავს.

არასრულწლოვნები ძალადობაზე შეტყობინების გაკეთებას სათანადო ორგანოში შეძლებენ – ომბუდსმენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები