LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი: წელს განსაკუთრებული ზამთარი გველის

501
maiaxerxeulidze20923

წელს არის განსაკუთრებული ზამთრის პერიოდი, ვიცით, რომ სხვა ვირუსული ინფექციები როგორც ყოველთვის სწორედ ზამთრის სეზონზე იმატებს და მათ შორის გამოჩნდება სეზონური გრიპი და ამასთან ერთად წელს კორონავირუსი, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ განაცხადა.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან. დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – განაცხადა პედიატრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები