LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი ყარამან ფაღავა: მე ყოველთვის ვამბობ, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელი

1267
karamangava2-1-2

პედიატრი ყარამან ფაღავა გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხორცისა და ტკბილეულის მნიშვნელობაზე საუბრობს.  მისი თქმით, შოკოლადი დეპრესიას წარმატებით ებრძვის, თუმცა ეს უკანასკნელი 3 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მივცეთ.

„წითელ ხორცს თავისი პლუსები აქვს. სხვათა შორის, მე შოკოლადის გამოყენების მომხრე არ ვარ. შოკოლადი ძირითადად ალპინისტებმა უნდა გამოიყენონ. მაღლა ადიან, კალორაჟი სჭირდებათ და მძიმე წონაც არ უნდა იყოს. ცნობილია, რომ შავი შოკოლადი, მცირე დოზით, ანტიდეპრესანტის როლსაც ასრულებს. ცხადია, შოკოლადი ბავშვს არ უნდა მივცეთ სამ წლამდე. რაც შეეხება ხორცს, პატარას წავიხუმრებ.

მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს კაცის საჭმელი. უკვირთ ხოლმე, ვერ იგებენ რას ვგულისხმობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭმა უნდა ჭამოს ხორცი, ვაშლი და ხაჭაპური. ხაჭაპური თავისთავად, ვაშლი იმიტომ რომ ხილი აუცილებელია. რაც შეეხება ხორცს, ისევ ვიმეორებ, რომ პრინციპში შეიძლება უხორცოდ. ზაფხულში, მაგალითად, ხორცის ისეთი დიდი აუცილებლობა არ არის. მაინც სასურველია, რომ ბავშვმა ხორცი მიიღოს თანდათანობით. ტრაგედია არ არის, თუ ბავშვი ხორცს არ ჭამს“, – აცხადებს ყარამან ფაღავა გადაცემაში „პირადი ექიმი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები