LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვდა დაბალანსდა, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა: გაბუნია

30
228510425-1237001220085092-2632727076415505659-n

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვნა დაბალანსდა და მისი მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თამარ გაბუნიამ საწოლფონდის რესურსზე საუბრის დროს ასევე აღნიშნა, რომ დღის მდგომარეობით მობილიზებულია 6700 საწოლი და ბოლო ორი დღის განმავლობაში კიდევ 600 დაემატა:

“პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვდა საბედნიეროდ დაბალანსდა, ანუ პედიატრიული საწოლების მწვავე საჭიროება არ იკვეთება, რადგან საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი სიმძიმის, დაემატა ჰოსპიტალური საწოლები პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია არის სრულად მართული ამ კუთხით.

დღის მდგომარეობით 6700 საწოლია მობილიზებული, დაემატა 600 საწოლი ბოლო ორი დღის განმავლობაში. პაციენტების რიცხვი, რომლებიც ჰოსპიტალში მკურნალობენ, არის 5 500 და აქედან, 221 იტარებს რეანიმაციულ მკურნალობას, ათასზე ოდნავ მეტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კონსულტაციები კლინიკებთან გრძელდება და მათთვის კოვიდსაწოლების დამატება გარკვეულწილად გავლილი ეტაპია, ამის გამოცდილება არსებობს და ვფიქრობთ, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება.” – თქვა გაბუნიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები