LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედოფილებად იბადებიან, შემდეგ არ ხდებიან და მათ ვერაფერი შეცვლით – კვლევის შედეგები

618
kidnappedchildren

”ყველა მტკიცებულება მიანიშნებს, რომ პედოფილია იწყება მუცლადყოფნის პერიოდში”, – ამბობს ნეირომეცნიერი ჯეიმს კანტორი, რომელიც პედოფილების ტვინის სკანირების შესწავლის შემდეგ საკამათო დასკვნამდე მივიდა.

დოქტორმა ნასამართლევი პედოფილების ტვინები შეისწავლა და ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა.

კანტორის გამოკვლევამ დაადგინა, რომ პედოფილებად ადამიანებს ბუნება შობს, ისინი ბუნების ქმნილებები არიან და არა ყალიბდებიან შემდგომში, გარე ფაქტორების შედეგად. აღსანიშნავია ისიც, რომ პედოფილების უმრავლესობა ბუნების ამ ფაქტორს ვერ ეწინააღმდეგება.

ავსტრალიაში, სატელევიზიო გადაცემას „60 წუთი“ ექიმმა კანტორმა განუცხადა:

“ადამიანი არ ირჩევს პედოფილიას. მიუხედავად ყველა სახის მკურნალობისა, რაც უკვე საუკუნეზე მეტია სცადეს მეცნიერებმა და ექიმებმა, შედეგი არაფერმა გამოიღო. მკურნალობა მათ ვერ გადააქცევს ჩვეულებრივ ადამიანებად.“

ტორონტოს სექსოლოგიის ცენტრის დირექტორი ასევე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა გადახედოს პედოფილებთან ურთიერთობის საკითხს. თავად საზოგადოებას კი, უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ პედოფილები არ იცვლებიან და უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები მათთან ურთიერთობისას.

ექიმმა იმ პატიმრების ტვინის MRI სკანირება შეისწავლა, რომლებიც სასჯელს სექსუალური ძალადობის გამო იხდიან.

კვლევაში ნათქვამია, რომ მან აღმოაჩინა დრამატული კავშირი თავის ტვინის შემაერთებელ ქსოვილში. ეს კავშირი არსებობდა გარყვნილებასა და მშობლის ინსტიქტს შორის.

ეს იმას გულისხმობს, რომ როცა პედოფილი ბავშვს ხედავს, იმის ნაცვლად, რომ მშობლის ინსტიქტი გაუღვივდეს (მაგალითად, იზრუნოს მასზე) უღვივდება ლტოლვის ინსტიქტი. ეს დარღვევა კი ტვინის უჯრედებიდან მოდის.

კვლევის თანახმად, პედოფილების უმეტესობა საკუთარ თავსა და განცდებს თინეიჯერობისას აღმოაჩენს. კვლევებმა ისიც დაადგინა, რომ თინეიჯერობის ასაკში პედოფილს 8 წლამდე ასაკის ბავშვები იზიდავენ.

ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია პედოფილის ამოცნობა, მისი გონების შესწავლა, რადგან ისინი საკუთარ საქციელზე პასუხს არ აგებენ, მათ ტვინი კარნახობს კონკრეტულ ქცევას.

გადაცემა „60 წუთი“ ეწვია ფლორიდაში მდებარე ქარავნის პარკს, რომელიც რეგისტრირებული სექსუალური მოძალადეებისთვის შეიქმნა.
ამ ადგილს ეწოდა „წყეული სოფელი“. იქ სწორედ პედოფილები ცხოვრობენ.

იქ მცხოვრები დამნაშავეები თანხმდებიან, რომ მათთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, რათა ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ. შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ პედოფილები არ იცვლებიან. მაგალითად, 79 წლის ბობი, რომელიც ნასამართლევი იყო საბავშვო პორნოგრაფიისთვის, ამბობს: “მე ეს მომეწონა. მე ვერ ვხედავ რაიმე ცუდს ამაში.”

არაერთმა კვლევამ დაადგინა, რომ პედოფილები ჩვეულებრივ მოზარდობის ასაკში იაზრებენ და აღმოაჩენენ, რომ მათი სექსუალური შესაძლებლობები სხვებისას არ გავს. ამის შესახებ New York Times იტყობინება. გამოცემა წერს, რომ პედოფილია ბიოლოგიური დარღვევაა.

ბალტიმორის ჰოპკინსის სექსისა და გენდერის კლინიკის დირექტორმა, დოქტორმა ფრედ ბერლინმა კი გაზეთს უთხრა:

”არავინ იზრდება ისე, რომ სურდეს გახდეს პედოფილი, პედოფილს მსგავს ქმედებას ტვინი კარნახობს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები