ამ წუთებში ჟვანიას კლინიკაში 3 წლის ბავშვს ოპერაციას უკეთებენ. მას დღეს უცნობი ქალი თავს დაესხა და დანით სახეზე ჭრილობები მიაყენა.

ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმი მედეა რამიშვილი ჟურნალისტებს საუბარში ამბობს, რომ ჭრილობა სახის არეში ღრმაა, მაგრამ არა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კონტაქტურია. 

,,ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ინციდენტი პეკინზე დღეს საღამოს მოხდა, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ქალი მიუახლოვდა და დანით დაზიანებები მიაყენა. შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05