ცოტა ხნის წინ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს თავს დაესხნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდამსხმელი ქალი იყო, რომელმაც დანით ბავშვს სახის არეში ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებული მცირეწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შსს-ში.

ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები