LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სისტემა ვაქცინაციის მოცვით ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა: პაატა იმნაძე

72
პენიტენციური

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში პატიმრების ვაქცინაციის მოცვით, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამის შესახებ მან დღევანდელ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია და ეს ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში მოცვა დაახლოებით ერთნაირია. საუბარია, როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე.

ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იმავეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო მოცვა დაბალია“, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა, თუმცა, სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები