LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტაგონმა მექსიკასთან საზღვარის კედლის მშენებლობისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყო

97
1553576015-border-wall-construction-santa-teresa-2

მექსიკასთან საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის კედლის მშენებლობისთვის პენტაგონმა 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების სპეცსამსახური ავრცელებს.

„თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა ნება დართო აშშ-ს არმიის საინჟინრო ჯარების სარდალს 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამის დაგეგმარება და განხორციელება დაიწყოს. აღნიშნული თანხა გამოყენებული იქნება იუმასა და ელ-პასოში საზღვარზე 91 კილომეტრის სიგრძის ბარიერის ასაშენებლად,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამ ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტს საშუალება აქვს, მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხები კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები