LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერანგი ქურდული სიმბოლიკით: რა ეცვა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ბოლო ზარზე

3239
BeFunky-collage (10)

ჟურნალისტი, “კურიერის წამყვანი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ბოლო ზარზე ეცვა პერანგი, რომელზეც ქურდული სიმბოლიკები ჰქონდა დახატული.

“ეს ფოტო გადაღებულია წელს, მაისში, თბილისში. ბოლო ზარზე – 17 წლის ბავშვი სკოლას ამთავრებს და პერანგზე რა ახატია?

ქურდული სიმბოლიკა

ეს გაატარა მშობელმა, მასწავლებელმა, სხვა ბავშვებმა, დირექტორმა, მანდატურმა, ყველამ. ნორმად მიიღეს.

ესაა არასრულწლოვანი რომელმაც მცხეთაში იჩხუბა, შემდეგ კი დაგეგმა კრიმინალური გარჩევა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა.

ხვდებით ხომ სადაა პრობლემა?”-წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები