LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: “გიზიარებთ ჩემს სიხარულს და თქვენც ბევრი სიხარული გქონდეთ, ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა…”

195
petrekolkhi (1)

პეტრე კვარაცხელია იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც კოლხი წერს, უწმინდესის ბრძანების თანახმად, ის სვეტიცხოვლის ტაძრიდან წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესეს.

“ძვირფასო სასხორელებო, ნიჩბელებო და მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდექით და ჩვენი დიდებული ტაძარი ფეხზე წამოაყენეთ…. ჯერ ბევრია საშრომი, მაგრამ მთავარია წირვა-ლოცვა აღევლინება…

მარტო ვერაფერს შევძლებდით… ყველა თქვენგანი თანამონაწილე ხართ ამ დიდებული წამოწყების და ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა…

არც თუ ისე შორეულ წარსულში ტაძრის მდგომარეობა უმძიმესი იყო… დღეს, ამ მოკლე ხანში უამრავი მრევლი და მომლოცველი ჰყავს…

უწმინდესის ბრძანების თანახმად, ამ ტაძარში ვარ დადგენილი…

ამის გარდა, დღეს ტაძარს გადმოეცა ოდიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივი წირვა-ლოცვა ჩატარდება და უწმინდესის კურთხევით ტაძარს სექტემბრის დასაწყისში აკურთხებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი…

გიზიარებთ ჩემს სიხარულს და თქვენც ბევრი სიხარული გქონდეთ…

მანამდე კი, ფერიცვალებისთვის, 18 აგვისტოს ღამის თევის წირვა ჩატარდება…

ამასთანავე, ამ დღეს ჩემი მღვდლადკურთხევა არის, კურთხევიდან 16 წელი სრულდება…

ვისაც სურვილი გაქვთ, გელით…

მრავალ დღესასწაულებს დაესწარით!…

მადლობა!..” – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g