LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს

1022
abbe865fe24d7940c6b4c83c7073bad51

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს ქართულ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, საქართველო დაასუსტოს ეკონომიკურად, ამიტომ მის ტურისტულ სექტორს დარტყმას აყენებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც გამოდის რუსეთის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ებრძვის ოკუპაციას. საქართველოს წინააღმდეგ კრემლი ტრადიციულად იყენებს იმავე ხერხებს, რომლებსაც რუსეთი ჩვენი  სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში იყენებს. ახლა მოსკოვს კვლავ სურს, საჰაერო მიმოსვლის დაბლოკვით საქართველოს ეკონომიკურად დასუსტება და დარტყმას აყენებს საქართველოს ტურიზმს. ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ“, – აღნიშნავს პოროშენკო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები