LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pfizer-ის ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის ასოცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომეტებულ რისკთან – ნანა გეგეჭკორი უახლესი კვლევის შედეგებზე

1096
გეგეჭკორი-ნანა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინასთან ასოცირებული კარდიოვასკულარული შემთხვევების ანალიზის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც Pfizer-ის ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის ასოცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომეტებულ რისკთან.

ექიმი საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა „ქართული კოვიდ სტატისტიკის ტრაგიკული ნაწილი არ გახდნენ“.

„​Pfizer-ის ვაქცინასთან ასოცირებული კარდიოვასკულარული შემთხვევების ანალიზი…

კვლევა ჩატარებულია საფრანგეთში და მოიცავს 3.9 მილიონ 75 წელს გადაცილებულ, ხანდაზმულ პოპულაციას.

საკვლევ პერიოდად აირჩიეს პირველი 14 დღე ორივე დოზის შემდგომ.

დაკვირვების საგანი გახდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. კვლევის ამოცანა იყო გაერკვიათ ჰქონდა თუ არა კავშირი ამ სისხლძარღვოვან კატასტროფებს ვაქცინაციასთან.

კვლევის შედეგების თანახმად დაასკვნეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის ასოცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომეტებულ რისკთან.

კვლევა გამოქვეყნდა დღეს, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში
P. S. აიცერით, და თავს უშველეთ სანამ ქართული კოვიდ სტატისტიკის ტრაგიკული ნაწილი გახდებით…“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები