LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიცა და რეზინის ჩექმები – ვენეციაში დატბორილი რესტორანი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს [ვიდეო]

164

პიცა და რეზინის ჩექმები – ასე ემსახურებიან დატბორილი ვენეციის ერთ-ერთ რესტორნაში მომხმარებლებს.

ვენეციაში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩებიდან წყალი შენობებშიც შევიდა, თუმცა ამას ქალაქის სრულად პარალიზება არ გამოუწვევია.

ტურისტები და ადგილობრივები კვლავ ახერხებენ რესტორნებში სიარულს და მათთვის ტრაგედია კატასტროფული არ არის.

“საბედნიეროდ აქ არის მოსე,” – წერენ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორები.

შეგახსენებთ, იტალიაში სტიქია ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რამდენიმე ქალაქში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები. ვენეციის 75% კი ქარიშხლის შედეგად დაიტბორა. სტიქიის შედეგად, ოთხი ადამიანია დაღუპული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები