LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკმა ავსტრალიელ მეხანძრეებს $500 000 გადაურიცხა

250
a5a83834-Pink-Australia-Wildfire-AP

მომღერალი პინკი ავსტრალიაში, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად, ადგილობრივ სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს, 500 000 დოლარით დაეხმარება. როგორც The Independent-ი წერს, ამის შესახებ მომღერალმა განცხადება საკუთარ “Twitter” გვერდზე გამოაქვეყნა.

„სრულად განადგურებული ვარ იმის ყურებით, რაც ახლა ავსტრალიაში საზარელი ტყის ხანძრების გამო ხდება. ადგილობრის სახანძრო განყოფილებებს 500 ათას დოლარს ვურიცხავ“, – დაწერა პინკმა.

https://twitter.com/Pink/status/1213350834672586752

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიამ ხუთ მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. გადამწვარია ათასობით სახლი. ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.მდგომარეობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც მეხანძრეები სტიქიის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები