პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და მუქარის ბრალდებით შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსი, რომელის საფუძველზეც მაღალჩინოსანია დაკავებული გულისხმობს, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება-გავრცელება ამა თუ იმ ხერხით, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით  4 წლამდე ვადით. ხოლო მეორე მუხლი, რომელიც გულისხმობს ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედებას, რაც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ძალადობის გამოყენების, ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05