LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის ზაალ ლატარიას ბრალი წარედგინა

ზაალ ლატარია

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. ამის შესახებ ლატარიას ახალმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგი დაკავებულის მონახულებას ხვალ, დილით აპირებს და დამატებით კომენტარებს მასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.

პოპულალურები