LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, მარნეულის რესურსცენტრის ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა

48
Illegal record

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს ზაბილ გოჯაევს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნული ბრალდებით გოჯაევი 10 ივნისს დააკავეს. ის რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთი კვირით ადრე დაინიშნა, დაკავებამდე ერთი დღით ადრე კი პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზაბილ გოჯაევმა 2019 წელს უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

“სამართალდამცველებმა ზ.გ. 2021 წლის 10 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას და შენახვას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის, აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის დადგენისა და მასში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები