LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადე სულ მცირე სხვადასხვა მასალის სამი შრისგან უნდა შედგებოდეს: ჯანმო

175
BeFunky-collage

“იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი ვრცელდება, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 60 წლის და უფროსი ასაკის, ასევე მათ, ვისაც შესაბამისი ჩვენება გააჩნია, ატარონ პირბადეები ისეთ სიტუაციაში, როდესაც ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია,”- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მოსახლეობას პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აძლევს რეკომენდაციას.

ტედროს ადანომ გებრეისუსი განმარტავს, რომ პირბადე სულ მცირე სხვადასხვა მასალის სამი შრისგან შედგებოდეს, თუმცა დასძენს, რომ დამცავი ნიღბების ტარება კორონავირუსისგან სრულად დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

” ის არ წარმოადგენს ფიზიკური დისტანცირების, ხელების ჰიგიენისა და სხვა ზომების შემცვლელს.სამედიცინო პირბადეები უნდა გაიკეთოს ყველა ადამიანმა, ვინც ჯანდაცვის დაწესებულების კლინიკურ სივრცეში მუშაობს და არა მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ პაციენტებთან მუშაობს,”- ამბობს გებრეიესუსი.

ცნობისთვის, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, რომ ატარონ პირბადეები და დისკომფორტი აიტანონ. ამ თემაზე პაატა იმნაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რამდენი ხანი შეიძლება ვატაროთ პირბადე, რომელიც ტრანსპორტში გვეკეთა – ინფექციონისტის რეკომენდაციები