LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადეების საწარმოებლად საქართველომ აზერბაიჯანიდან 1 650 000 მეტრი დოლბანდი შემოიტანა

188
93096128-10156774892670899-8373171934782816256-n

საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ შემდგომი სამედიცინო გამოყენების მიზნით განახორციელა დოლბანდის მორიგი პარტიის (500 000 მეტრი) ტრანსპორტირება საქართველოში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პირბადეების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საელჩოს ძალისხმევის შედეგად,აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, საერთო ჯამში, განხორციელდა 1 650 000 მეტრი დოლბანდის ექსპორტი, მათ შორის, საქართველოს საელჩოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების საწინააღმდეგოდ გატარებული აღმკვეთი ღონისძიებების ფონზე, საქართველოს საელჩო კოორდინაციას უწევდა საქართველოსთვის განკუთვნილი (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო) საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორტირებას.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების დახმარებით და აზერბაიჯანის ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩამოტანილ იქნა საქართველოსთვის განკუთვნილი, განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე სამედიცინო ინვენტარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები