ესპანური ავიაკომპანია Air Europa მადრიდი-თბილისი-მადრიდის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისების განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ჩარტერული ფრენების ორგანიზებას Green Aviation ახდენს.

რეისები 14 და 18 სექტემბერსაა ჩანიშნული
. თუმცა, მათ განხორციელებაზე, ამ დროისათვის, მარეგულირებელი უწყებიდან შესაბამისი ნებართვა არ არსებობს და შესაძლოა, ფრენების განხორციელების თარიღი შეიცვალოს.

არსებული ინფორმაციით, 14 სექტემბერს დაგეგმილი ავიარეისი იქნება შემომყვანი და Air Europa მგზავრებს მხოლოდ მადრიდი-თბილისის მიმართულებაზე მოემსახურება, ხოლო 18 სექტემბრის რეისი იქნება გამყვანი.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები