LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირის ღრუს სადეზინფექციო სავლებები კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს – უოლ სთრით ჟურნალი

189
images

დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და არ დაგავიწყდეთ პირის ღრუში სადეზინფექციო სავლების გამოვლება. პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირის ღრუს სადეზინფექციო სავლებებს და ზოგიერთ კბილის პასტას პირის ღრუში სარს-კოვ-2-ის რაოდენობის და ამრიგად, მისი გავრცელების საგრძნობლად შემცირება შეუძლიათ.

ახალი კორონავირუსი ძირითადად წვეთების სახით ვრცელდება, რომელსაც ადამიანი პირის ღრუდან ლაპარაკის, ხველების ან ცემინების დროს გამოყოფს, შესაბამისად რაც ნაკლები იქნება ვირუსი პირის ღრუში, უფრო ნაკლებად გავრცელდება გარემოშიც და ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელების საერთო სურათზე დადებითად აისახება.

ერთ-ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ პირის ღრუს სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებიდან დაახლოებით 30 წამში პირის ღრუში არსებული სარს-კოვ-2-ის ნაწილაკების რაოდენობა 99.9%-ით მცირდებოდა. ეს ცეტილპირიდინიუმის ქლორიდის დამსახურებაა – ნივთიერების, რომელიც სტომატოლოგიაში სადეზინფექციოდ ხშირად გამოიყენება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გრძელდება სადეზინფექციო საშუალებების ეფექტი.

,,ცხადია, ეს არ არის წამალი ან დამტკიცებული ჭეშმარიტი გზა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა გარკვეულ როლს ნამდვილად ასრულებს ვირუსის გავრცელების შემცირებაში”– აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი გლინ რობერტსი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები