LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

62
დაკავება

პირს, რომელმაც მცხეთაში მამა და შემდეგ ბაბუა მოკლა, ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის განმარტებით, როგორც გამოძიებამ დაადგინა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა მამაკაცმა სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას და შემდეგ ბაბუას დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარ შემთხვევაზე მოქალაქე ორი დღის წინ დააკავეს.

მკვლელობა კი დაკავების წინა საღამოს მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და პაპა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი , მათი თქმით, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

დღეს მომხდარის მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელა, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც ცნობილია, მამაკაცი წარსულში მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები