LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მეორე დაუძლეველი აღმოჩნდა…პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან: ზურაბ ჯაფარიძე

263
Capture3333333333333333333333

პოლიტიკური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ში პოსტ აქვეყნებს და წერს, რომ აღდგომის დღესასწაულზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა საფლავებზე მისასვლელი გზები რკინის ბარიკადებით, პოლიციელების ცოცხალი კედლებით გადაკეტეს და ბებია-ბაბუის საფლავზე შესვლის უფლება არ მისცეს.

შსს-ს თანამშრომლები სასაფლაოებთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს აკონტროლებენ

„პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა

ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე

პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან

ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალა – აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად

ეს ჰგონია ხალხს ნორმალური

და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლა საჭირო აღარ იქნება – ჯაღმაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები