LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტია ინფიცირებულებზე – მარინა ეზუგბაია

79
Capture

“ახალი ინფიცირებულის კონტაქტები მოძიებულია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალი პაციენტი საკარანტინე სივრცეში მყოფი 2 ადამიანის კონტაქტია.

“მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემოგვემატა, გამოჯანმრთელებული კი 32 დაგვემატა. დღეს, პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. ერთი ახალი პაციენტის კონტაქტები მოძიებულია, ორი კონტაქტია საკარანტინე სივრციდან. მათი ვირუსზე კვლევა განმეორებას საჭიროებს, დღეს გაირკევა ისინიც არიან თუ არა ინფიცირებულები”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია.

“ჩვენთან ამ ეტაპზე 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ სამი გაეწერა. ჩვენს ცენტრს მთალიანობაში უკვე 90 გამოჯანმრთელებული ყავს. კრიტიკულ პაციენტთან რამდენიმე დღეა სტრაბილიზირება მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობის შეფასება გვიჭირდა, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დაიწყო. თუმცა ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. გარდა ამისა, სამი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა შემოსვლიდან დღემე სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს. იმედია, რამდენიმე დღეში მათ აღარ მოვიხსენიებთ როგორც მძიმე პაციენტებს”, – აცხადებს ეზუგბაია.

პოპულალურები