LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში, ევროკავშირიდან მეტი ტურისტული შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე რუსეთიდან

57
shutterstock-457851628-955-449-2019-08-05-08-08-23-617241

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ელის, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს.

როგორც კობა გვენეტაძე ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე საუბრისას აღნიშნავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ქვეყანაში დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა.

„დაბალი ინფლაცია, თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად. წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტის ფარგლებშია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდის მთავარი ხელშემწყობი საგარეო მოთხოვნა იყო, რაც ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდაში გამოიხატა. რუსეთიდან ფრენების აკრძალვის ფონზე, ივლისიდან ტურისტული შემოსავლები შემცირებულია, თუმცა სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. სექტემბერში, პირველად, ევროკავშირიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ ტურისტულ შემოსავლებს გადააჭარბა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირიდან იზრდება ფულადი გზავნილებიც. ეს ყველაფერი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაზე აისახება, რომელმაც 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6% შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებამ ბოლო წლებში ტენდენციის სახე მიიღო. შედეგად, ჩვენ მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს“, – ამბობს გვენეტაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები