LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში მზის სისტემის მსგავსი პლანეტარული სისტემის ფოტოები გამოქვეყნდა

122
kosmosnewsjl

მეცნიერებმა მედიას მზის სისტემის მსგავსი პლანეტარული სისტემის პირველი ფოტოები მიაწოდეს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომებმა შეძლეს პლანეტარული სისტემის დანახვა და აღბეჭდვა. როგორც ცნობილია, ჩვენს გალაქტიკაში ამ დროისათვის ათასობით პლანეტაა აღმოჩენილი, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ. „ტრანზიტული მეთოდით“ აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომები პლანეტას პოულობენ მაშინ, როდესაც ის თავისი ვარსკვლავის წინ ჩაივლის და ერთგვარ წერტილად ჩნდება ვარსკვლავის ზედაპირზე. აქამდე მეცნიერებს პლანეტარული სისტემის ფოტოები არ მოუპოვებიათ.

ფოტოები „ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის“ დიდი ტელესკოპით გადაიღეს.

პლანეტარული სისტემა TYC 8998-760-1 დედამიწისაგან 300 სინათლის წლითაა დაშორებული.   სისტემის ვარსკვლავი მზის მსგავსია, ოღონდ მასზე გაცილებით ახალგაზრდა. ვარსკვლავის ასაკი მხოლოდ 17 მილიონი წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არც ვარსკვლავის და არც მისი სისტემის ეგზოპლანეტების ფორმირება დასრულებული არ არის.

ვარსკვლავს გარშემო გაზის ორი გიგანტი უვლის, რომლებიც ჩვენი სისტემის გიგანტებს წააგავს, ოღონდ ისინი უფრო დიდი და მძიმეა. გარდა ამისა, პლანეტების ტემპერატურა ბევრად აღემატება ჩვენი სისტემის პლანეტებისას, რაც მათი ახალგაზრდა ასაკითაა გამოწვეული.

 

პოპულალურები