LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ლევან ჩოხელთან ერთად რომ ვიფრინე ვერტმფრენი ვერ დაჯდა….მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა – რას იხსენებს ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გარდაცვლილ პილოტზე

9370
salome

ჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე დაღუპულ მფრინავს – ლევან ჩოხელს იხსენებს და მის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს ავრცელებს

„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო, ხევსურეთი, ცუდი რელიეფი, წელამდე თოვლი, ვერტმფრენი ვერ დაჯდა და ჰაერში გააჩერეს. მთელი გუნდი ხელში აყვანილმა გადმოგვსვა, მას მერე დამინახავდა თუ არა იცინოდა – სულ ხელში აყვანილმა უნდა გატაროო. როდესაც ფრენაზე მივიდოდი, აეროდრომზე შესვლისთანავე ვცდილობდი მფრინავებს შორის ეს ოქროს კაცი მეპოვა. სანდო და პროფესიონალი, მშვიდი და ღიმილიანი. მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება. სულ ვფიქრობ იმ ბოლო წამებზე, რომ დაეშვნენ, მიხვდნენ რომ საშველი აღარ იყო და ჩავარდნენ, ნეტავ რას ფიქრობდა, რა განიცადა.. ასეთი ხალხი ასე წამში როგორ დავკარგეთ..

მე წლებია მთაში დავდივარ გადაღებაზე და მინდა ერთი რამ ვთქვა – მესაზღვრე მფრინავები მთის ხალხისთვის იყო და არის ნამდვილი იმედი! მათი ყოველი როტაცია არის ამ ხალხის კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მომარაგება პროდუქტებით, გადაუდებელი დახმარება და ყველაფერი! ასეთ მდგომარეობაში უამრავჯერ მინახავს ეს ხალხი, დაუღალავად, სხვებისთვის.. ამიტომ, ვუსამძიმრებ ყველას, ყველა ადამიანს ვინც პირადად იცოდა ამ მფრინავების ადამიანიბა და პროფესიონალიზმი” – წერს მარიკა ბაკურაძე

მუხლმოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ – გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

გლოვის დღე საქართველოში – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები