LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში Drive in კინოთეატრი იხსნება – მოკალათდით საკუთარ ავტომობილში და უყურეთ ფილმებს

474
103956143-161479642104135-352983621832690676-o

პირველად საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, სრულიად კავკასიის რეგიონში Drive in კინოთეატრი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, MovieLand ავრცელებს.

„მოკლედ მოხვალთ ჩვენთან, მოკალათდებით თქვენს საყვარელ მანქანაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არ მოგაკლებთ საუკეთესო ფილმებს, იდეალურ ხარისხს, ოჯახურ გარემოსა და გემრიელობებს. მოემზადე! MovieLand ძალიან მალე!“, – წერენ MovieLand-ის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

დეტალები, თუ როდის და სად გაიხსნება Drive in კინოთეატრი საქართველოში, მოგვიანებით გახდება ცნობილი და „ფორტუნა“ ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები