LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველი არხი“ დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნის

111
davitsokolovi2021

„პირველი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილ ტელესახეს, დავით სოკოლოვს ვარსკვლავს გაუხსნის.

მისი სახელობის ვარსკვლავი მთაწმინდის პარკში, თბილისის ტელეანძის მიმდებარედ გაიხსნება.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა. ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას.

საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში სახელობითი ვარსკვლავები უკვე გაუხსნა ცნობილ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელსა და თენგიზ ნათაძეს.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები