LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი არხის შენობა აუქციონზე იყიდება

72
download

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება აუქციონზე განახლებული ფასით გამოიტანა. კოსტავას 68-ში მდებარე პირველი არხის შენობა, აუქციონის წესით, 24 059 832 დოლარად (ეკვივალენტი ლარში) იყიდება.

გასაყიდი შენობა ქალაქის ცენტრში (საკადასტრო კოდი: 01.14.14.009.052) მდებარეობს, მიწის ფართობი – 33 209 კვ.მ-ს, შენობა-ნაგებობები – 23 649 კვ.მ-ს შეადგენს, აქვს მაღალი სამშენებლო კოეფიციენტი და მრავალპროფილიანი განვითარების შესაძლებლობა.

ქონების რეალიზება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ხდება, ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, ბმულზე.

აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 4 ივნისის ჩათვლით, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები