LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი დღეს არის ილია მეორე, აბა ივანიშვილზე ვერ გაბედავენ და ენას ვერ მოატრიალებენ: ჭიჭინაძე ჩანაწერებზე

38
დავით ჭიჭინაძე

“მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მიახლოებისას, თვითონვე, ამ ბრძოლაში ჩაბმულები, ისეთ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენონ.” – ასე განაცხადა “ქართულ ოცნებაზე”პარტია “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა “ქართული ოცნების” პირობებში, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეკლესია არასდროს ყოფილა და ხელისუფლებაშიც ტყუილად ცდილობენ, რომ ეს ამბავი ვიღაცას გადააბრალონ:

“დღეს რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა ქართული ოცნების პირობებში, ამას წყალი არ გაუვა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩვენი ეკლესია არასდროს ყოფილა, ასეთი დიდი შეტევის პირობებში ჩვენი ეკლესია არასოდეს არ ყოფილა, არც ერთი ხელისუფლების პირობებში, აქედან გამომდინარე, ტყუილად ცდილობენ, რომ ვიღაცას გადააბრალონ ეს ამბავი.

ამ დანაშაულის თავი და თავი არიან თვითონ და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის აქტუალური იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების დატოვება ხელისუფლებაში.

მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მიახლოებისას, თვითონვე, ამ ბრძოლაში ჩაბმულები, ისეთ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენონ.” – განაცხადა მან. 

კითხვაზე თუ ვისზეა საუბარი, ჭიჭინაზის თქმით, ილია II-ზე:

“თუ გულისხმობთ, მე ნამდვილად ვიცი, რომ პირველი დღეს არის ილია მეორე, აბა ბიძინა ივანიშვილზე ისინი ვერ გაბედავენ და ენას ვერ მოატრიალებენ.” – თქვა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.