LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო: კულტურისა და სპორტის მინისტრი დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

59
ჩხენკელი

ქართული ძიუდოს ლეგენდა, ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი სპორტსმენის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართული სპორტის ლეგენდის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ბატონი დავითის წვლილი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ათწლეულების მანძილზე დავით ხახალეიშვილი ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს.

1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების შედეგად პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა საქართველოს დროშა.

დავით ხახალეიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში“. – აცხადებს მიხეილ ჩხენელი.

დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა. მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა ვერც ქირურგიულმა ჩარევამ გამოიღო სასურველი შედეგი და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები