LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი კადრები ქეით მიდლტონის ძმის ულამაზესი ქორწილიდან

246
hellonews

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონის ძმა, ჯეიმს მიდლტონი თავის რჩეულზე, ალიზა ტევენზე დაქორწინდა. საიდუმლო ქორწილი პროვანსში გაიმართა, თუმცა, ამ დრომდე მეტი დეტალი ცნობილი არაა.

უკვე დღეს, მედიაში ვრცელდება პირველი ფოტოები საიდუმლო ქორწილიდან. ფოტოები ინტერნეტში ქალაქის მერმა გაავრცელა და დეტალებიც გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ ქორწილს 50-მდე სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებით, ჯეიმსის და, პიპა და მშობლები, მაიკლ და კეროლ მიდლტონები.

ფოტოებზე ჩანს ულამაზესი ადგილი, სადაც ხელის მოწერის ცერემონია შედგა, ლამაზად გაწყობილი მაგიდა, ყვავილებით მორთული ინტერიერი. თავად მეუღლეები კი ვინტაჟური ავტომობილიდან პოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები