LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი პრეცედენტი საქართველოში: „ახალციხის ციხის” კომპლექსს ინოვაციური აუდიო გიდის მომსახურება დაემატა

76
241895727-6362572620427166-2334563883511839400-n

USAID საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინოვაციებს ნერგავს. კერძოდ, „ახალციხის ციხის” კომპლექსს ინოვაციური და თანამედროვე აუდიო გიდის მომსახურება დაემატა, რაც ნებისმიერი მსურველისათვის ვიზიტს მეტად შემეცნებითსა და საინტერესოს ხდის. აღნიშნული სერვისი პირველი პრეცედენტია საქართველოს ტურიზმის სფეროში.

„ჩვენ დავეხმარეთ რაბათის ციხის მუზეუმს ციფრული აუდიო გიდის სერვისის შექმნაში. ამის წყალობით, მუზეუმი ვიზიტორებს უკეთეს სერვისს სთავაზობს. რაბათის ციხის მუზეუმი ერთერთია 15 მუზეუმიდან, რომლებმაც განავითარეს ინფრასტრუქტურა USAID ის დახმარებით. ეს მუზეუმები გნთავსებულია სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცეთა-მთიანეთის რეგიონებში და თუშეთში და ახდენენ მათ თემებში ტურიზმის განვითარებას და სამუშაო ადილების შექმნას“, – აცხადებენ USAID-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, 2019-2021 წლებში USAID/Zrda-მ პროექტის სამიზნე შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თუშეთის მუნიციპალიტეტებში არსებული 15 მუზეუმისათვის 500,000 ლარის ფინანსური რესურსის მობილიზება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები