LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქართული ბრაუზერის საერთაშორისო აღიარება: Stack-მა 850 000$-ის ინვესტიცია მოიპოვა

244
120114998-383118266184500-621058267087520102-n

ქართულმა სტარტაპმა Stack-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 850 000$-ის ინვესტიციაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ „სთექი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და დიდი აქსელერატორის „500სტარტაპის“ საინვესტიციო ფონდმა ინვესტირება მოახდინა. შესაბამისად, „სთექი“ მათი პორტფოლიოს ნაწილი გახდა.

ამასთან, „სთექი“ იქნება პირველი ქართული კომპანია, რომელიც გაივლის „500სტარტაპ სანფრანცისკოს აქსელერაციას“ – 500Strong.

გარდა „500 სტარტაპისა“, Stack-ში ინვესტიცია ჩადო ჰოლანდიაში ყველაზე რეპუტაბელურმა საინვესტიციო ფონდმა – Peak Capital-მაც. ამით „სთექი“ გახდა ასევე ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, სადაც ევროპულმა საინვესტიციო ფონდმა მოახდინა ინვესტირება ადრეულ ეტაპზევე.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ევროპელი და ამერიკელი ინსტიტუციონალური ინვესტორებისა, “სთექის” გუნდს საქართველოშიც ჰყავს ძლიერი პარტნიორი. “სთექის” ინვესტორი საქართველოში საქართველოს ბანკია.

მალე, სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ინგლისურ და ქართულ ენებზე „სთექის" Windows ვერსია გამოვა

„სთექი“ არის ე.წ. პროდუქტიულობის ზრდის აპლიკაცია ბრაუზერის ფუნქციონალით

შეგახსენებთ, Stack ის სტარტაპ-კომპანიაა, რომელმაც პირველი ქართული სმარტბრაუზერი შექმნა და ინტერნეტთან მუშაობა ახალ გამოცდილებად აქცია. ბრაუზერს უკვე იცნობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობაში მას აქტიურად იყენებს და სამუშაო პროცესს უფრო პროდუქტიულს ხდის. Stack ხელმისაწვდომია როგორც MacOS-ის, ასევე Windows-ის ოპერაციული სისტემებისთვის. ბრაუზერი ადაპტირებულია ქართულ ენაზეც და მომხმარებლებს ამ ვერსიით სარგებლობა უკვე თავისუფლად შეუძლიათ.

მოქნილობა და სისწრაფე ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებიც Stack-ს სხვა ინტერნეტ ბრაუზერებისგან გამოარჩევს. „სთექი“ არ არის კლასიკური ბრაუზერი. „სთექი“ არის ე.წ. პროდუქტიულობის ზრდის აპლიკაცია ბრაუზერის ფუნქციონალით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, ერთი ადგილიდან მართოთ ყველა თქვენი სოციალური მედია (Facebook, Instagram, Linkedin, etc.), საკომუნიკაციო აპლიკაციები (Messenger, Whatsapp, Telegram, etc), იმეილები, ან ეწვიოთ ნებისმიერ საიტს. შესაბამისად, ის ოპერაციულ სისტემას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე კლასიკურ ბრაუზერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები