LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით დღეს შესრულდება

49949471_302886617025806_4825999088291938304_n

თურქეთის ავიახაზების, Turkish Airlines მიერ პირველი რეგულარული ავიარეისი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით დღეს შესრულდება. გახსნის ცერემონია საზეიმოდ ანკარასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გახსნის საზეიმო ცერემონიას მაღალი დონის სტუმრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრებიან ანკარაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა და თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

„ზემოაღნიშნული პირველი რეგულარული ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ანკარაში საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შესრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ტურიზმის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურის მიმართულებებით“,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები