LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტალღა ჩვენ ახლა გვაქვს: ის, რაც ევროპამ გამოიარა, ჩვენთან ახლაა – პაატა იმნაძე

224
BeFunky-collage - 2020-10-19T170154.090

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯერ ვირუსის გავრცელების პირველი ტალღაა და მეორე ტალღამდე არც მივსულვართ. პაატა იმნაძის განმარტებით, ის მდგომარეობა, რაც ევროპის ქვეყნებს გაზაფხულის პერიოდში გადახდათ, საქართველოში ახლა დაიწყო. ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით, იმნაძე ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო გაიზრდება და პიკს ნოემბრის მეორე ნახევარში მიაღწევს. მან ამის შესახებ “ტვ პირველთან” ისაუბრა.

“მე ბევრჯერ ვთქვი, რომ პირველი ტალღა არც ყოფილა. მაგრამ რატომ არ იყო ის პირველი ტალღა? იმიტომ, რომ დროულად მოხდა ყველაფერი იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებმა გვიან გააკეთეს და ვერ აიცილეს პირველი ტალღა. ჩვენ გავაკეთეთ. პირველი ტალღა არ ყოფილა ამ ქვეყანაში და არც არავის არ უნახავს. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც რომელიც მთელ მსოფლიოში იყო გაზაფხულზე. ახლა, რომ ყველას მეორე აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ვისწავლეთ, ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება და გაიხსნა, გახსნილ ქვეყანაში კი ვერავინ ვერ აჩერებს. გვაქვს ეს რეალობა, არის კორონა, ეს არის მზარდი და კიდევ მოიმატებს რაოდენობა. ნოემბრის მეორე ნახევარში ექსპერტების ვარაუდით გვექნება პიკი. ჩვენი პიკური რაოდენობა საბედნიეროდ არ დაემთხვევა ვირუსის პიკურ რაოდენობას. მისი ზედდება არ მოხდება სხვა ვირუსებთან” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 186 შემთხვევა დაფიქსირდა

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 1 000 გასცდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 1 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 7 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისათვის აქტიური ქეისი 10 300-ზე მეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები