LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ტრეილერი – ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი ერთ ფილმში

8002
page yiy0

Now is everything – ახალი დეტექტივი კინოეკრანებზე მალე გამოვა. ფილმი, რომელსაც ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება! პირველი ტრეილერი კი უკვე გამოვიდა.

ჩვენთვის ეს ნამუშევარი განსაკუთრებული იმითაა, რომ მასში მთავარ როლს ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე თამაშობს. მან სახელი რეზო გიგინეიშვილის “მძევლებში” შესრულებული როლით გაითქვა.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ დეტექტივში ის ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

ფილმის შინაარსი შემდეგნაირია: ძმის გარდაცვალების შემდეგ მოდის ფოტოგრაფს, რომელსაც ირაკლი ასახიერებს, მოუწევს კიდევ ერთ საიდუმლოში გარკევა, მან თავისი გაუჩინარებული მეგობარი გოგონა უნდა მოძებნოს. საგულისხმოა, რომ ირაკლის პერსონაჟის ძმის როლს ჯეკ ნიკოლსონის ვაჟი, რეი ნიკოლსონი თამაშობს.

ირაკლი კვირიკაძისთვის ეს პირველი სერიოზული როლია ჰოლივუდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები