LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის 3 ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ – ინაშვილი

134
246565121

“პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდები,”-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მისი პარტიის საარჩევნო ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პარტიის ლიდერი მომხდარს ოკუპირებულ აფხაზეთში მის ჩასვლას უკავშირებს.

ცნობისთვის, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ბანერს საღებავები გუშინ ესროლეს.

„გუშინ გვიან ღამით მივიღე ეს ინფორმაცია. მოსალოდნელია ეს ყველაფერი, ისეთი შტურმია ჩვენ წინააღმდეგ, ესეც გასაგებია და ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ჩავედით აფხაზეთში, გამოჩნდა პატარა სინათლის სხივი ჩვენი ქვეყნისთვის, ამან გააბოროტა სააკაშვილ – ბოკერია და მათი ჯგუფები თბილისში. ასეთივე სააკაშვილ- ბოკერიები არიან სოხუმსა და მოსკოვში, არიან ძალები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ეს.

ძალიან მდაბიო ქმედებაა, თუმცაღა კანონი ამაზე კონკრეტულ სასჯელს ითვალისწინებს და ჩვენი იურისტები იმოქმედებენ. ვერ შეგვაშინებთ, ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. პლაკატებს კი ნუ ერჩით, აქ ვარ, სობჩაკის სამ ნომერში და მოდით ჩემთან, საღებავები მოიტანეთ. ყველას ველოდებით, ვისაც სურვილი აქვს, დააზიანოს ჩემი პლაკატები. პლაკატებს თავი დაანებეთ, მე გელოდებით და მობრძანდით”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა “პირველ არხთან.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები