LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანშეტი, კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვებში სიმსუქნის რისკს ზრდის – ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე

229
ninoxeladze

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვებში ჭარბი წონის შესახებ ისაუბრა.

ყოველდღე, ​ყველა ბავშვი მინიმუმ ერთი საათით უნდა იყოს სპორტით დაკავებული. ეს არის აბსოლუტური მინიმუმი ყველა ბავშვისთვის. თუკი მას წონაში მოკლება უნდა და ჭარბი წონა აქვს, ეს დრო, რა თქმა უნდა, იზრდება.  ითვლება, რომ  ეკრანული დროის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის ორი საათი. ეს მოიცავს როგორც ტელეფონს, ასევე პლანშეტს, კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი არ შეიძლება, არამარტო სიმსუქნის რისკის, არამედ სხვა ბევრი ჯანმრთელობის პრობლემის გამო.

აუცილებლად მთელმა ოჯახმა უნდა შეცვალოს კვებითი ქცევა. ხშირად, როდესაც ვეკითხებით მშობელს: „როგორ იკვებეთ გუშინ?“ იქ უამრავი არასწორი კომპონენტი იქნება გამოვლენილი, რომლის მოდიფიცირება, შეცვლა დიდ შედეგს მოგვცემს. ​მაგალითად, ტკბილეულის მოხმარება, ცომეულის მოხმარება, საკვების გადანაწილება. 8 წლის ასაკში ბავშვი მინიმუმ 3-ჯერ უნდა იკვებებოდეს დღის განმავლობაში. კვებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით სამსაათ-ნახევარი“, – ამბობს ენდოკრინოლოგი პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები