LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს, გაკეთებული მაქვს მხოლოდ ფილერი ცხვირსა და ტუჩზე“- ნუცა ბუზალაძე

636
page

ხშირად წერენ სოციალურ ქსელში, რომ პლასტიკურ ოპერაციებს მიმართე, ეს მართალია? – აღნიშნული შეკითხვა რადიო „ფორტუნა პლუსის“ წამყვანმა, გიგა ბატკუაშვილმა მომღერალ ნუცა ბუზალაძეს დაუსვა, რომელიც გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო.

 ნუცამ კითხვას ასეთი პასუხი გასცა:

ეს მეც წავიკითხე, ზოგადად ნეგატიურ კომენტარებს არასდროს ვკითხულობ, თუმცა ერთ-ერთმა სტატიამ ნერვები ძალიან მომიშალა, იმიტომ რომ ყველაფერს, ჩემი შრომით მივაღწიე. პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს, ვვარჯიშობდი, ვიყავი სწორ კვებაზე. ყველას ჰგონია, ლიპოსაქცია გავიკეთე, სახის ოვალი მცირედ შევისწორე. უბრალოდ გავხდი, ვიყავი სწორ კვებაზე, ვივარჯიშე და ჩემით ჩავდექი ასეთ ფორმაში. თუმცა, გაკეთებული მაქვს ფილერი ცხვირზე და ტუჩზე, მეტი მე არაფერი გამიკეთებია, თუმცა როცა გავიზრდები და იმ ასაკში ვიქნები, როცა დამჭირდება, გავიკეთებ, რა პრობლემაა.

გადაცემა ვრცლად ??

„ბერა ივანიშვილი არის უკარგესი და უთბილესი ადამიანი, ის ძალიან ნიჭიერია, მე მას 13 წლიდან ვიცნობ“ – ნუცა ბუზალაძე სტუმრად „ვიზიტორში“
ნუცა ბუზალაძე: „რუსი? მე გაგონილი მქონდა, რომ თურქი მილიონერი საყვარელი მყავდა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები