LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება – რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით, რადგან ჩვენ ისინი დავამცირეთ

59
მიხაილო პოდოლიაკი

„უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, რადგან დამცირებული რუსები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ერთ-ერთი ძლევამოსილი ჯარის მქონენი არიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი არ დამარცხდება, რევანშიზმი და რუსული შოვინიზმი სულ უფრო მოიკრებს ძალას.

„ამ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად იქნება, რადგან რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისინი დავამცირეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არ არის მეორე ჯარის მქონე მსოფლიოში და ისინი მოისურვებენ ჩვენთვის სამაგიეროს გადახდას“,– განაცხადა პოდოლიაკმა.

როგორც მანვე აღნიშნა, ინტენსიური ბრძოლები დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის განზრახვასთან, წაიღოს ტერიტორიების ნაწილი. პოდოლიაკის თქმით, ახლა რუსეთმა დააგროვა საკმარისი რესურსი აღმოსავლეთ უკრაინაში და ყველაფერი სასწორზე დააყენა.

„მათ უნდათ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი მაინც წაიღონ და ამიტომ იქ მიდის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ შესაძლებელია რაიმე სახის შეთანხმება, იურიდიულად, რომელიც დააფიქსირებს ომის შედეგებს. ამის პარალელურად, მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა პოლიტიკური მრჩევლების დონეზე, თუ რა გარანტიები იქნება ომის შემდეგ.“– განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

რუსეთის ქმედება დონბასში აშკარა გენოციდის პოლიტიკაა: ზელენსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები