ფსიქოლოგები და ქცევის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელ სამყაროში აღარ მუშაობს ის მიდგომა, რაც ადრე წარმატების ფორმულად ითვლებოდა.

გასათხოვარი და უშვილო ქალები უფრო ბედნიერები არიან და ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე გათხოვილებიუცხოელი და შვილიანები – ამბობს ბედნიერების ექსპერტი.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის ქცევის სპეციალისტი პოლ დოლანი გვეუბნება, რომ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანის წარმატება და ბედნიერება ქორწინებით და შვილების აღზრდით აღარ იზომება. კაცები კი, დოლანის თქმით, ქორწინებიდან სარგებელს იღებენ, ისინი ერთგვარ სიმშვიდეს ნახულობენ. „თქვენ ნაკლებ რისკს იღებთ საკუთარ თავზე, რათა სტაბილური სამსახური გქონდეთ, რომ მეტი ფული გამოიმუშავოთ, ნაკლები რისკი ნაკლებ ნერვიულობას უკავშირდება”, – ამბობს ქცევის სპეციალისტი.

პოლ დონალი კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კაცებმა “ყულფში თავის გაყოფით” საკუთარი მომავალი ნაკლებ რისკებს და შესაბამისად, ჯანმრთელობის ნაკლებ პრობლემებს დაუკავშირეს, ქალების ჯანმრთელობა კი ქორწინების შემდეგ, როგორც წესი, უარესდება ხოლმე. საშუალო ასაკში გათხოვილი ქალებიც კი ფიზიკური და მენტალური პრობლემების უფრო მაღალ რისკის მატარებელები არიან.

მარტოობის ბენეფიტების მიუხედავად, ბავშვის გარეშე ცხოვრების სტილი ქალებისთვის გარკვეულ პრობლემას ქმნის. დღევანდელ სამყაროში ერთგვარი სტიგმაა, რომ მარტოხელა ქალები უბედურად ითვლებიან, რაც ასე არაა.

თქვენ გინახავთ 40 წლის ქალი, რომელსაც არ ჰყავს შვილი , რას ეუბნებიან? “ღმერთო, რა სირცხვილია, არა ? იქნებ ერთ დღეს თქვენ სწორ ადამიანს შეხვდეთ და ყველაფერი შეიცვალოს”. არადა, ის შეიძლება არასწორ კაცს შეხვდეს და ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალოს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები