LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკარტნიმ 2017 წელს გასტროლები დააანონსა

110

პოლ მაკარტნი ოჯახთან ერთად კუნძულ სენტ-ბარტსზე ისვენებს, თუმცა მალე ის შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდება და მორიგ ტურნეს შემოგვთავაზებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მისი კონცერტების თარიღები. 27,29 და 30 აპრილს მისი შოუები სტარტს ტოკიოში აიღებს.

იაპონურ სცენაზე მაკარტნი პროგრამით „One on one“ წარდგება. თავად მუსიკოსი მოხარულია, რომ მისი გამოსვლები სწორედ ტოკიოში დაიწყება, რადგან იაპონელი მსმენელი მას განსაკუთრებით ხიბლავს.

უკანასკნელად ამომავალი მზის ქვეყანას სერ პოლ მაკარტნი 2015 წლის აპრილში სტუმრობდა. მაშინ ტოკიოსა და ოსაკაში მან ხუთი კონცერტი გამართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები