LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკარტნის ანტიბულინგური კლიპი ემა სთოუნის მონაწილეობით (ვიდეო)

pol-mc

ინტერნეტში ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკარტნის ახალ სიმღერაზე Who Care გადაღებული კლიპის თიზერი გავრცელდა. ახალ კლიპში მთავარ როლს „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი ემა სთოუნი ასრულებს. კლიპი ბრატლი გუტიერესმა და რაიან ჰეფინგტონმა გადაიღეს. სიუჟეტის მიხედვით, მაკარტნი და სთოუნი გამოგონილი შავ-თეთრი სამყაროს გმირები არიან.

როგორც თავად პოლ მაკარტნი აცხადებს, ესაა ანტიბულინგური კლიპი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს როგორც ბულინგის მსხვერპლ ბავშვებზე, ასევე, თავად ბულერებზე.

კლიპს ახლავს სლოგანი ჰეშტეგით #WhoCaresIDo, რაც ორგანიზაცია Creative Visions-ის იდეაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები