LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას მოვემზადოთ აქციისთვის – “ქვეყნის სამსახურში” განცხადებას ავრცელებს

183
Capture

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიცია მათ აქციის ჩასატარებლად მომზადებაში ხელს უშლის. მათი თქმით, ხელისუფლება პოლიციელებს უკანონო ბრძანებების შესრულებას აიძულებს.

“ამ ეტაპზე, მანქანა, რომლითაც აქციაზე შეშა და კარვები მოჰქონდათ, გზიდან გააბრუნეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პარალელურად პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას, შევიტანოთ პარლამენტთან აპარატურა და მოვემზადოთ აქციისთვის. ხელისუფლება აიძულებს რიგით პოლიციელებს, შეასრულონ უკანონო ბრძანება და კონსტიტუციით მონიჭებული პროტესტი უფლების გამოყენებაში ხელი შეგვიშალონ. ვთხოვთ მედიებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და სათანადოდ გააშუქონ.”

 

პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ორი წევრი დააკავა, მათ აქციისთვის სატვირთო ავტომობილით შეშა და კარვები გადაჰქონდათ. ავტომობილი სამართალდამავებმა საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, კობა ზაქარეიშვილია.

 

ტურფა დილა საღამოს დიდების მოლოდინში – ქართული აქციების რეალობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები