LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ 6 მილიონ-ნახევრის ნარკოტიკული საშაუალებები გაანადგურა (ვიდეო)

106
734

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრის ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა. ესენია: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364 გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი “ჰეროინი”, 981 აბი “სუბუტექსი”, 630 აბი “კოდეინი”, 448 აბი და 5,46 გრამი “მდმა”, 262 კაფსულა და 25 გრამი “პრეგაბალინი”, 218 აბი და 16 გრამი “ტრამადოლი”, 133 აბი “ამფეტამინი”, 5 ამპულა “მორფინის ჰიდროქლორიდი”, 53 გრამი “მეტადონი”, 4,5 გრამი “მორფინი” და 36 გრამი კანაფის ფისი.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკი ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლები და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები